კახეთში, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. საქართველოს მელიორაცია ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 5 სოფლის (ხირსა, ხორნაბუჯი, ქვემო მაჩხაანი, ანაგა, სამთაწყარო) 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. სამუშაოების ფარგლებში, იწმინდება და წესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები პროექტის ღირებულება 2 115 000 ლარია.
კახეთში 1200 ჰექტარ სავარგულზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
29/01/2022