კახეთში ჰერბიციდებით შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს

02/04/2018

კახეთის რეგიონში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა მიწის ჰერბიციდებით დამუშავების სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 2500 ჰექტარი მიწის ფართობი.
სამუშაოები აქტიურად გრძელდება ტარიბანას ტერიტორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 70 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 90 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0