კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1 მაისს გაიხსნება

27/04/2020

კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1 მაისს გაიხსნება. მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, ვეტერინარების მიერ სრულიად უფასოდ, პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში არსებულ ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით მეცხვარეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგია. მიმდინარე წელს, დაახლოებით 40 000 სული ცხვრის თუშეთის, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე – ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა მოხდება. 2019 წლის მონაცემებით, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1 კილოგრამი გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0