კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის მოცულობამ 100 ათასს ტონას გადააჭარბა

02/10/2017

2 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 102 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 116 მლნ ლარს მიაღწია.
კახეთში წვიმიანი ამინდი 27 სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რამაც ყურძნის კრეფის პროოცესი გარკვეულწილად შეაფერხა. ამის მიუხედავად, 1 ოქტომბერს გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 1,7 ათასი ტონა შეადგინა.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 45,3 ათასი ტონა რქაწითელი, 47,2 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 31,9 ათასი ტონა, გურჯაანში – 27,7 ათასი ტონა, თელავში – 20 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,8 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,4 ათასი ტონა, ახმეტაში – 3,1 ათასი ტონა და საგარეჯოში – 4,9 ათასი ტონა.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0