12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 6,3 ათასი ტონა რქაწითელი, 7,9 ათასი ტონა საფერავი, 827 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 13,4 მლნ ლარი მიიღეს.
ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – 4,9 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 3,5 ათასი ტონა, ყვარელი – 3,4 ათასი ტონა, თელავი – 3,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,1 ათასი ტონა, ახმეტა – 94 ტონა, ლაგოდეხი – 88 ტონა და საგარეჯო – 55 ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანია, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 103 ღვინის კომპანია.
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16,3 ათასამდე ტონა ყურძენი
12/09/2016