კახეთის გუბერნატორი გერმანიის ელჩს შეხვდა

11/04/2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა, მიზნად ისახავს ქალაქ თელავის და ზოგადად კახეთის მხარის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. მხარეებმა რეგიონებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და ტურიზმის ხელშეწყობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი. გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი და ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახეიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0