კახა კუჭავა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

02/07/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ამ პროცესში, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აგრძელებს მხარდაჭერას საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს ნატოს მისიებში შეაქვს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მოახლოებულ არჩევნებს და საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებს. კახა კუჭავამ ჯეიმს აპატურაის საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0