კახა კუჭავა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა

01/10/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) წარმომადგენლებს შეხვდა და მათ არჩევნების მონიტორინგში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები, არჩევნების კიდევ უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
„ENEMO“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომელსაც საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 26 დამკვირვებელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ეყოლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0