კახა კუჭავა თომას გარეტს შეხვდა

22/06/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურ მდივანს, თომას გარეტს შეხვდა. შეხვედრაზე, ყურადღება 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის, „დემოკრატია და ტექნოლოგიების“ მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა და ამ მიმართულებით საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები. კახა კუჭავამ თომას გარეტს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს პარლამენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ. როგორც შეხვედრის დასასრულს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურ მდივანმა აღნიშნა, საქართველოს გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0