საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, დევიდ ლის შეხვდა. შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პარლამენტი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. ისაუბრეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოზე. ხაზი გაესვა კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
კახა კუჭავა ევროპის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
15/06/2021