კახა კახიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

Saturday April 6th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კახა კახიშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებითა და დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის ხარისხის გაზრდით უნდა მოხდეს. ღონისძიების მიზანი იყო ახალი პარტნიორების წარდგენა და მათთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიებაზე ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ აუდიტორიისთვის და გაეზიარებინათ მოლოდინები პარტნიორობის მიმართულებით. ღონისძიებას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0