კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

29/11/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კონგრესისა და საქართველოს ურთიერთობასა და შემდგომი თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დეცენტრალიზაციის საკითხებს და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებს. ​შეხვედრას, რომელიც ევროპის საბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, კომიტეტის წევრი მერაბ ქვარაია და კონგრესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0