სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს შეხვდა. მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კახა კახიშვილმა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე არჩევა მიულოცა და ბოლო პერიოდში სისტემაში გატარებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრმების დაგემვისა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა და უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც შეთანხმდნენ, რომლის ძირითადი მიზანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაღმავება, მნიშვნელოვანი საკითების ერთობლივად განხილვა და გადაჭრა იქნება.
კახა კახიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
20/03/2018