კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან

13/07/2016

კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს კონსულტაციები და სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაც.

ლორთქიფანიძის თქმით, პირადად მისი კანდიდატურა ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე განიხილება და გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება კვლევების და დატესტვის შემდეგ მიღებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0