კახა კალაძე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შევდა

27/02/2017

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შევდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.
,,ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს“ ხელი 2016 წლის ოქტომბერში მოეწერა. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ ხელშეკრულების“ დათქმის შესაბამისად საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0