კახა კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას ვენაში შეხვდება

20/01/2016

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას ვენაში დღეს გამართავს.ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიცია მას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ პროცესი გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიმდინარეობს.კახა კალაძის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად ეცდებიან, შეხვედრიდან საქართველოსთვის მისაღები შედეგით დაბრუნდნენ.

 

Tweet about this on TwitterShare on Facebook0