კაცხის მონასტერთან ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

09/06/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოებს დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0