კაცი, რომელსაც აქვს წესიერების კომპლექსი

07/06/2016

კაცი, რომელსაც აქვს წესიერების კომპლექსი, რომ არაფერი შეეშალოს, ასეთი კაცი მართავს დღეს მთავრობას, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან მინისტრები, რომლებიც ხათრით არიან მთავრობაში, ყოფილმა პრემიერმა გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

”თქვენ გყავთ საოცნებო პრემიერ-მინისტრი. საოცნებო ლიდერი გყავთ გიორგი კვირიკაშვილის სახით. მე სრულიად არ ვაკნინებ ღარიბაშვილს, დღევანდელზე ვსაუბრობ უბრალოდ. კარგი გუნდი ჰყავს და მინდა საზოგადოებამ ეს გააცნობიეროს. კაცი, რომელსაც აქვს წესიერების კომპლექსი, რომ არაფერი შეეშალოს, ასეთი კაცი მართავს დღეს მთავრობას და გაიხსენეთ რა ხდებოდა მაშინ, რას გიშვრებოდნენ, შედარება აღარ სჭირდება კვირიკაშვილს. ეს კაცი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის სანატრელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, ერუდიციითაც და წესიერებითაც”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0