კასპში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

24/12/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. საახალწლო ღონისძიებაზე ადგილობრივი მსმენელის წინაშე ადგილობრივი ანსამბლი «მოურავი», «თეატრალურის კვარტეტი» და ჯგუფი «ქილეიჯი» წარსდგნენ. ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კასპში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ცენტრალური მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილობრივი პატარები შეხვდნენ თოვლის პაპასა და ზღაპრის გმირებს. საახალწლო ღონისძიებები შიდა ქართლი რეგიონის ყველა ქალაქში ჩატარდება. 26 დეკემბერს ქარელი, 28 დეკემბერს გორი, ხოლო 30 დეკემბერს საახალწლო საღამოს ხაშური უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0