კარიერის დასახლებაში გელაურისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემების და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქვიშდამჭერები, ჩამდინარე წყლის სისტემა, სატუმბო სადგური, სანიტარული ღობე და სააბონენტო ჭები. პროექტის განსახორციელებლად 1 488 888 ლარი დაიხარჯება.
გასულ წლებში აღნიშნული პროექტის I და II ეტაპი განოხრციელდა. პროექტის ფარგლებში ორი სატუმბი სადგური, მდინარე კინტრიშზე წყლის მილმდენების გადატარების კასკადი, ტუმბოების სანიტარული ღობეები და ქვიშდამჭერები მოეწყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 657 444 ლარია გათვალისწინებული.
კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
21/06/2017