კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

01/10/2019

შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 4 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომლის დასრულების შედეგადაც ადგილობრივები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

“დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა კარალეთის დევნილთა ჩასახლებისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სამუშაოები, როგორიცაა კანალიზაციის, სკვერის თუ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი მიზანია, რომ ჩასახლებებში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შევუქმნათ შესაბამისი პირობები. ” – აღნიშნა რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0