ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიელ ფოცხვერია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებულიყო.
ადვოკატები ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ ის მძიმედ არის დაავადებული და მისი პატიმრობაში ყოფნა აქედან გამომდინარე დაუშვებელია.
ადვოკატების სარჩელის მოპასუხე მხარეები იყვნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ორ უწყებას ერთობლივი კომისიის ფარგლებში დაევალათ ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება.
„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია პატიმრობაში რჩება
05/04/2016