იყალთოში ბაგა-ბაღის შენობის სახურავის შეცვლა მიმდინარეობს

19/04/2016

იყალთოს ბაგა-ბაღში შენობის სახურავის შეცვლა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისთვის გამოყოფილია 23 364 ლარი. სამუშაოებს შ.პ.ს “მალუ 22” ახორცილებს.
როგორც ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა -გიორგი კოჭლოშვილმა აღნიშნა:
“ხელისუფლების პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი არის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მათ შორის საბავშვო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გეგმის თანახმად იყალთოს ბაგა- ბაღის სახურავის შეცვლა მაისის დასაწყისში დასრულდება. აღსანიშნავია,რომ შენობა, რომელიც ათეული წლების წინ აშენდა პირველად ეცვლება სახურავი, სამომავლოდ ვგეგმავთ შიდა ინფრატრუქტურის მოწესრიგებას. ვიმედოვნებ,რომ შექმნილი კომფორტული გარემო ხელს შეუწყობს პატარების აღზრდასა და განვითარებას”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0