„იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც არის სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პირველი პირი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი არის წმინდა სამართლებრივი და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება.
„ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც არის სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პირველი პირი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა, მზად ვართ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ განვიხილოთ ყველა ეს საკითხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.