იუსტიციის სახლი ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ ვაჟთან კადირ ატამბაევთან ერთად დაათვალიერა

13/10/2016

საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველი ლედი რაისა ატამბაევა დღეს იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.
თბილისის იუსტიციის სახლი ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ ვაჟთან კადირ ატამბაევთან ერთად დაათვალიერა.
სტუმრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველი ლედი დოკუმენტების მიღების გამარტივებული პროცედურებით დაინტერესდა.
შეხვედრის დასასრულს ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველ ლედის და მის ვაჟს სიმბოლური პასპორტები გადასცეს.
დღესვე ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საქრთველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს და საქართველოს არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერეს.
ღონისძიებების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სტუმრებს მეგობრულ ლანჩზე უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი და მისი მეუღლეც დაესწრნენ.
დასასრულს ყირგიზეთის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას გულითადი მასპინძლობისათვის და მას და პრეზიდენტის ქალიშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0