იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების სამართლებრივ-სოციალური დაცვის საკითხები სპეციალური კანონმდებლობით დარეგულირდება

16/11/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების პროექტი პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო სამსახურის კანონი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე გავრცელდება.

„ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გათანაბრება სხვა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან მიმართებით“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0