„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა საბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭომ მოკლე განხილვის შემდეგ უარი თქვა მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომელიც შეეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შეჩერებას მანამ, ვიდრე საქალაქო სასამართლო არ განიხილავს არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს.
„მოკლე განხილვის შემდეგ მათ თქვეს, რომ განცხადების დაკმაყოფილებას არაპირებენ. ჩვენ ველოდებით, რომ ახალ თავმჯდომარეს დანიშნავენ, რაც იმასნიშნავს, რომ დავის წარმოების დასრულების შემთხვევაშიც კი, თუ საქალაქოსასამართლო იტყვის, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება უკანონო იყო, აღარიარსებებს აღსრულების შესაძლებლობა“, – განაცხად სოფო ვერძეულმა.
არასამთავრობოების განცხადების პასუხად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით, განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და საკითხის განხილვის საჭიროება აღარ იყო, თუმცა მათივე განმარტებით, საბჭოს წევრებს სრული უფლება ჰქონდათ, ახალი თავმჯდომარის არჩევის.
ამ დროისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე მსჯელობს. წარდგენილია ორი კანდიდატი – გიორგი ებანოიძე და გიორგი მიქაუტაძე.