იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი არ არის

13/07/2018

„იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი არ არის“-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა, საზოგადოების ზოგიერთი წევრის გასაგონად მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვმარტო − კანონში ჩაიხედონ და ნახონ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი. იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი და ის არ გახლავართ მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი. მე შემიძლია, მხოლოდ კარგი კანონები შემოგთავაზოთ, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას გააჯანსაღებს; ხოლო ის, თუ როგორ იმართება სისტემა, არის თუ არა იქ ხარვეზები, ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვაგებ და ვერც პასუხს გავცემ, რადგან ეს იქნებოდა იმ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, რასაც ხელისუფლების შტოებს დანაწილების პრინციპი ქვია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0