იუსტიციის მინისტრი ბუქარესტის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

21/03/2016

იუსტიციის მინისტრი ბუქარესტში იმყოფება. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონულ კონფერენციას ესწრება, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.

სემინარი ბუქარესტში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. მასში აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყანა, აგრეთვე, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონ რალუკა პრუნასთან, და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის ხელმძღვანელთან, ბატონ ჰერმან ვან ჰებელთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0