იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა

28/12/2016

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადავიდა.

გიორგი პატარიძე პროფესიით სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტია. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა; იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე, მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც; ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.

იუსტიციის სამინისტროში გიორგი პატარიძე კურატორობას გაუწევს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, „სმართ ლოჯიქის“ − საქმიანობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0