გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) წარმომადგენელს, რობერტო ემმას შეხვდა. ქართული მხარე GFCM-თან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, 2014 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაცია საქართველოს მხარდაჭერას უწევს შავი ზღვის მასშტაბით თევზჭერის ერთობლივი მენეჯმენტის და არსებული რესურსების საერთო მართვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩამოყალიბების კუთხით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ GFCM-ის მიერ განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლოდ, თანამშრომლობის გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და GFCM-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იური ნოზაძე ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) წარმომადგენელს შეხვდა
05/07/2019