იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

04/03/2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა. კანონპროექტით, მეკავშირე პროკურორსა და დამხმარეზე არ გავრცელდება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0