იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

15/09/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს გაეცნენ. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში არსებულ მაკროეკონომიკურ და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ძირითადი ყურადღება ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, საგარეო სავაჭრო ბრუნვის დინამიკასა და ბიუჯეტის შემოსავლებზე და მის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სფეროსა და გამგებლობაში მიკუთვნებულ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები პროცენტულად წარმოადგინა და წლის ბოლომდე მოსალოდნელ საპროგნოზო შედეგებზეც ისაუბრა.
ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, კომიტეტის წევრები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით გაწეული ღონისძიებებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხებით, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით დაინტერესდნენ, რომლებზეც გიორგი კაკაურიძემ დამატებითი განმარტებები გააკეთა.
კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნანა ბერიძემ სარატიფიკაციო შეტანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ წარმოადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2017 წლის 9 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისას მოეწერა და დოკუმენტი მთავრობათაშორის შეთანხმებას წარმოადგენს, რომელიც თავისი შინაარსით ჩარჩო ხელშეკრულებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0