იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

06/09/2016

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა. ბოძაშვილმა სხდომაზე დამსწრე შვიდი დეპუტატიდან შვიდივეს მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს ხუთ-ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, იქნება თუ არა კვორუმი ხვალინდელ სხდომაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0