სირიაში ქალაქ რაქას მიმდებარედ, “ისლამურმა სახელმწიფომ” საკუთარი 15 მებრძოლი სიკვდილით დასაჯა. როგორც euronews.ge წერს, ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად, 35 მებრძოლი იქნა დაკავებული, რომელთან 15 ჯაშუშობის ბრალდებით მოკლეს.
”ეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ საკუთარი მებრძოლების მიმართ განხორციელებული ყველაზე მრავალრიცხოვანი სადამსჯელო ოპერაცია იყო”, – წერს სააგენტო.
არსებული ინფორმაციით, 15 პირის დასჯა უკავშირდება ”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის, აბუ ჰიჯა ალ-ტუნისის ლიკვიდაციას, რომელიც საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა.