ირინა აბულაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

14/05/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით ზოგადი განათლების მიმართულებით დაწყებული ცვლილებები დეტალურად გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მინისტრის მოადგილემ საზოგადოებაში თემის გარშემო დამატებით გაჩენილ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებლის ანაზღაურების ზრდას 150 ლარით და მეტით ითვალისწინებს. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების წარმომადგენლებს, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
ცვლილებები ასევე შეეხება პრაქტიკოსი მასწავლებლებს, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურება 2019 წლის ბოლომდე მოუწევთ. ხოლო საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი. ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0