თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „რაფაელი ჯგუფის“ თანადამფუძნებელ პარტნიორს ავრაჰამ რაფაელის შეხვდა.
„რაფაელი ჯგუფი“ ებრაული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ბიზნესაქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს და მართავს ბიზნესებს უძრავი ქონებისა და საქალაქო სერვისების მიმართულებით.
ჯგუფი დაინტერესებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გარე რეკლამების აუქციონით, რომელიც მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დასრულდება. შეხვედრაზე ვიცე-მერმა სტუმარს აუქციონის პირობები დეტალურად გააცნო.
მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისის თბილისის მუნიციპალიტეტმა გარე რეკლამების განთავსების 15-წლიანი უფლების აუქციონი გამოაცხადა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუქციონია.
ირაკლი ხმალაძე „რაფაელი ჯგუფის“ თანადამფუძნებელ პარტნიორს შეხვდა
21/07/2021