ირაკლი ღარიბაშვილმა, ღვინის დღეების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

09/10/2022

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის — «ღვინის დღეები საქართველოში» ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წინანდალს ეწვივნენ. ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთვლის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0