მთავრობის მეთაურმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციონირების მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. შეხვედრა მთავრობის მეთაურის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. Adan Group მრავალეროვნული კონგლომერატია და მისი საქმიანობა მოიცავს პორტების მართვას, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებას, სამთო მოპოვების, აეროპორტების ოპერირების და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს.
Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
23/05/2022