ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

13/10/2022

ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და გონივრული პოლიტიკის შედეგად მიღწეული უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. თავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0