ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” საპატიო პრეზიდენტს შეხვდა

01/12/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” საპატიო პრეზიდენტს, ზექი ქონუქოღლუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლის განხორციელებითაც დაინტერესებულია SANKO Group-ი.
SANKO Group-ის სათავო ოფისი თურქეთში მდებარეობს, ჰოლდინგში 14 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა განახლებადი ენერგია, მშენებლობა, უძრავი ქონება, ტექსტილი და სხვა სექტორები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და „სანკო ჰოლდინგის” დირექტორი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0