პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “ვიტოლის” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლი საერთაშორისო გადაზიდვებში. კომპანია “ვიტოლი” ენერგორესურსების ვაჭრობის სფეროში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განვითარებაში ინვესტიციებს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ამერიკაში, აზიასა და ევროპაში ახორციელებს. ამ დროისთვის კომპანია “ვიტოლს” მსოფლიოს მასშტაბით 40 ფილიალი აქვს გახსნილი.
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ვიტოლის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
20/06/2022