საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლუი ჰიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
17/01/2023