ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მეღვინეობა „მელიტონს“ ეწვია

Saturday July 15th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში ღვინის საწარმო „მელიტონს” ეწვია. პრემიერ-მინისტრს ღვინის საწარმოს მეპატრონემ გიორგი სხირტლაძემ უმასპინძლა და საწარმოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოს დაარსებასა და წარმატებით ფუნქციონირებაში სახელმწიფო პროგრამები დაეხმარა. მეღვინეობა „მელიტონმა” სოფლის განვითარების სააგენტოს 300 000 ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა. საწარმო სეზონზე 100 ტონა ყურძენს ამუშავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0