ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო

26/07/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ნურ-სულთანის, ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0