ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა

25/03/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა. მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრა, საბჭოს არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა.
შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით გაეროს მთავარი დარგობრივი საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობაზე. მინისტრმა მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, გააცნო მას ქვეყნის მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის გრძელვადიანი გეგმა, რასაც, ლოიკ ფოშონმა მაღალი შეფასება მისცა. შეხვედრის მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გააღრმავონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მართვისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0