ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სექტორის ხელმძღვანელს შეხვდა

23/06/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სექტორის ხელმძღვანელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კარლა გონსალეს კარვაჰალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, რომელთა პროგრესი შეაფასეს დადებითად და აღნიშნეს მათი მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის. შეხვედრაზე ისაუბრეს ერთობლივ გეგმებზეც და განიხილეს კახეთის რეგიონში საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და გზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეფასდა ის ორმხრივი ძალისხმევა და გაწეული შრომა, რომლის შედეგადაც აღნიშნულ პროექტს მიეცა განვითარების საშუალება.ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი აბდულაზიზ ფაგი და ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ამალი რაჯაპაკსა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0