ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

10/10/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტრანსპორტის სექტორის დირექტორ ჩენ ჩენს და ამავე სექტორის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მიმართულების (საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების) პროექტების განვითარების პროგრესი. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, ბატონმა ჩენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს და განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პროგრესს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0