კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დღეს კახეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას აწყდებიან. ირაკლი ქადაგიშვილიმა მედიის წარმომადგენლებს სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის პირობა მისცა. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა
28/09/2016