ირაკლი ტაბაღუამ მოქალაქეთა მიღება გამართა

23/11/2017

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში მოქალაქეთა მიღება გამართა. მერმა დავით აღმაშენებლისა და იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველები მიიღო, მათი პრობლემები მოისმინა და უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
შეხვედრას ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატები დავით იშხნელი და გიორგი ჯღარკავაც ესწრებოდნენ.
მსგავსი ფორმატის პირველი შეხვედრა, ირაკლი ტაბაღუამ 21 ნოემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში ჩაატარა.
მერთან მიღებაზე ჩაწერა, რუსთაველებს, როგორც მერიის მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში, ასევე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში შეუძლიათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0